46 წლის მენი პაკიაო რინგზე ბრუნდება
მენი პაკიაო, 46 წლის ასაკში, ლას-ვეგასში, მარიო ბარიოსთან ბრძოლას გეგმავს. ბრძოლა WBC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის 19 ივლისს შედგება. საქმე ისაა, რომ პაკიაო ბარიოსზე 16 წლით უფროსია და თანაც პროფესიონალური ბრძოლა 2021 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია.
პაკიაოს ასაკისა და გაუარესებული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება არსებობს. ფეხების კრუნჩხვები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის გამოსწორებასაც პაკიაო შეცვლილი მზადების პროცესით ცდილობს.
20 წელი დამჭირდა იმის გასარკვევად, თუ რა უნდა გამეკეთებინა, რომ კრუნჩხვები არ მქონოდა. ზედმეტი მასაჟის გამო, ფეხებზე კუნთები ძალიან დატვირთული მქონდა.
მასაჟი დილით, შუადღეს, საღამოს - კრუნჩხვების მიზეზი ეს არის. ეს ყოველთვის ჩემი პრობლემა იყო. როდესაც რინგზე შევდივარ, მე არა მხოლოდ ჩემს მოწინააღმდეგეს ვებრძვი, არამედ კრუნჩხვებსაც. - აცხადებს პაკიაო
პაკიაომ ბოლოს 2021 წელს იბრძოლა, როდესაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იორდენის უგასთან დამარცხდა.
მას შემდეგ, ის ფილიპინებში პოლიტიკურ კარიერაზე იყო ორიენტირებული, სადაც სენატორის თანამდებობას იკავებდა და 2022 წელს პრეზიდენტობისთვის წარუმატებლად იბრძოდა. შემდეგ, კრივის რინგზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმები გაძლიერდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა, ფილიპინელ მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერთან აქვს ჩატარებული. 2015 წელს ის დამარცხდა, თუმცა ფლოიდმა და პაკიაომ ერთად, 400 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს.