კანელო ალვარესი ტერენს კროუფორდთან ჩხუბში კოლოსალურ თანხას გამოიმუშავებს
კანელო ალვარესს ტერენს კროუფორდთან ბრძოლაში $100 000 000 გარანტირებული აქვს. ეს ტურკი ალაშიხმა დაადასტურა.
ბუნებრივია ეს კრივის სამყაროში უდიდესი შეთანხმებაა. როგორც ტურკი ამბობს, მათ კანელოსთან სამ ბრძოლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. პრეს კონფერენციაზე ალაშიხმა განაცხადა, რომ მექსიკელი მოკრივის ჰონორარი იმაზე მეტი იქნება ვიდრე 100 000 000 დოლარი.
არა, თქვენ არასწორი რიცხვი გაქვთ. ამაზე ბევრად მეტი. - განაცხადა არაბმა მაჩმეიკერმა
Turki Alalshikh says that Canelo's guaranteed contract for the Terence Crawford fight is OVER $100 MILLION
— Championship Rounds (@ChampRDS) September 12, 2025
"No, you got the number [$100,000,000] wrong. The contract between us and Canelo is more than that." 🤑 pic.twitter.com/CGhcH8E5jH
შეიხი კონტრაქტის სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობს. კროუფორდთან ჩასატარებელი ჩხუბი კანელოსთვის მეორე იქნება იმ სამ ბრძოლიანი კონტრაქტიდან, რომელიც ტურკისთან აქვს გაფორმებული. პირველი ბრძოლია უილიამ სკულის წინააღმდეგ იყო, რომელიც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.