Belive

25-26 ივნისს SBC Summit Tbilisi გაიმართება

2 წლის წინ სხვა
1 წთ

25-26 ივნისს, "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", SBC Summit Tbilisi გაიმართება - უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების iGaming სექტორს გააერთიანებს, თბილისში ზედიზედ მეორედ ტარდება.

გასულ წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ წლევანდელი SBC Summit Tbilisi კიდევ უფრო მასშტაბური და განსაკუთრებული იქნება. betlive, რომელიც iGaming სექტორის მოწინავე კომპანიაა, სამიტის Headline სპონსორია. betlive ასევე იქნება SBC Summit-ზე პოკერის ჩემპიონატის მხარდამჭერი. ქართული iGaming სექტორიდან, მომხსენებელთა შორის კომპანია betlive-ის საოპერაციო, შემოსავლებისა და პროდუქტების და მარკეტინგის დირექტორები არიან. ნიკა ღუდუშაური ძირითად სპორტულ ღონისძიებებზე, ინფლუენსერ მარკეტინგისა და ბრენდ ამბასადორების როლზე ისაუბრებს. გეგა თოფურიძე დასავლეთის საერთაშორისო კომპანიების მოსაზიდად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტრატეგიაზე მოგვიყვება, ხოლო გიორგი ნადარაია მსხვილი სპორტული ღონისძიებების დროს, მარკეტინგული აქტივობის ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრებს. 

სამიტზე მონაწილე iGaming-ის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები iGaming-ის, ინოვაციისა და განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობებს ფართო ჭრილში განიხილავენ. საერთო ჯამში, SBC სამიტს 1000 დელეგატი დაესწრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

სხვა სტატიები