Belive

"11 დღე დარჩა ისტორიის დაწერამდე" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. UFC-ის არსებობის განმავლობაში პირველად ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.

იმავე საღამო იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მეტოქე ოლიმპიური და ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება. ამ შეხვედრაში გამარჯვება მერაბისთვის ძალიან კარგი შანსი იქნება, რომ სატიტულო ბრძოლა მიიღოს. თუ ქართველი მოწინააღმდეგეს დაამარცხებს სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერიც გახდება.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ილია თოფურიასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

ისტორიის დაწერამდე 11 დღე რჩება. ილია ჩემპიონი გახდება, მე კი ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატი ვიქნები. - წერს მერაბ დვალიშვილი

სხვა სტატიები