Belive

სივასპორის მწვრთნელი: "საქართველო და ქართველები ძალიან მიყვარს, თუმცა ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო ბათუმის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, "სივასპორის" მთავარმა მწვრთნელმა, რიზა კალიმბაიმ პრესკონფერენცია გამართა და ქართველი და თურქი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"მატჩისთვის მაქსიმალური ყურადღებით ვემზადებით "დინამო ბათუმი" ძლიერი გუნდია და მარტივ მატჩს არ ველით. ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ საქართველოში გამარჯვებისთვის ვართ ჩამოსულები. ყველა ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულია, რომ ჩვენი გუნდის 7 ფეხბურთელი ტრავმირებულია და ამის გამო შემადგენლობაში დანაკლისი გვექნება. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს საპასუხო შეხვედრისთვის რამდენიმე მათგანი სრულ მზადყოფნაში იქნება. საქართველო ძალიან მიყვარს, აქ სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს და მათ წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ამ რთულ პერიოდში, ორივე ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა 58 წლის სპეციალისტმა.
"დინამო ბათუმისა" და "სივასპორის" მატჩი 5 აგვისტოს, ბათუმი არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები