Belive

ტირანას მწვრთნელი: "თანაბარი მატჩი იქნება, რომელშიც ჩვენი შანსების გამოყენებას ვეცდებით"

9 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "დინამო ბათუმთან" დაპირისპირების წინ, ალბანური "ტირანას" მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეჰიმ ორრაუნდიანი დუელის შესახებ ისაუბრა.

"პირველი თამაშის შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია გვაქვს და გვინდა, რომ კონკრეტული კომპონენტები გავაუმჯობესოთ.

ჩვენი ვალია ყოველთვის ვიყოთ ფხიზლები და ფრთხილად, რადგან ეს არის მატჩი, რომელიც პირველი შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის საკითხს ისევ ღიად ტოვებს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა.

პირველი და მეორე მატჩი, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ რესურსით, რომელიც გვყავს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყებს თავიდანვე და ვინ სათადარიგოთა სკამზე.

პირველ მატჩში აღმოვაჩინეთ, რომ სათადარიგოთა სკამზე მყოფი მოთამაშეები კარგად გამოვიდნენ მოედანზე და სწორი მიზანი ჰქონდათ - თამაშის შეცვლა. როცა ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამიდან იწყებენ, უფრო ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რადგან მატჩს უფრო მშვიდად უყურებენ და მიხარია, რომ მათ გააკეთეს ის, რაც საჭიროა შედეგის შესაცვლელად.

ვფიქრობ, მეორე მატჩში, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება მოხდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკამიდან თამაშში ჩართული ფეხბურთელები ინტეგრირებას მაქსიმალურად კარგად ახერხებენ. მთავარია, ჩვენ გვყავს სრული ჯგუფი, სადაც არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დაიწყებს თამაშს.

ფიზიკური მდგომარეობა კარგია, კაინა შემოგვიერთდა, რომელსაც პირველი მატჩში სამედიცინო მიზეზების გამო არ უთამაშია. რეჯი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, პირველ შეხვედრაში მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მეორე მატჩში კი არ გადაგვიწყვიტავს, შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში იყოს.

ორმატჩიან დაპირისპირებაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 180 წუთზე მეტხანს ფრედ დასრულების შემთხვევაში, ორივე გუნდს ერთნაირი შანსები აქვს.

ვაცნობიერებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, შევეცდებით რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და შანსები გამოვიყენოთ. ჩვენ ალბანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ნაწილი ვართ, მოედანზე ამ მოტივაციით უნდა გავიდეთ. ასეთ მატჩში ორივე გუნდს ექნება მომენტები და მათ გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება.

ჩვენ გვინდა ვიყოთ ლოგიკური მოქმედებების დაწყებაში, ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ მატჩშიც გვექნება ის ძლიერი იარაღი, რაც გვაქვს და ამის გამოყენებას შევეცდებით", - თქვა ალბანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.

გუნდებს შორის ფრედ (1:1) დასრულებული პირველი მატჩის წინ, "დინამო ბათუმი" ალბანურ "ტირანას" 20 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები