Belive

ვირტუსის მწვრთნელი: ,,მარცხი დიდწილად ჩვენმა ზედაპირულობამ განაპირობა''

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ვირტუს ბოლონიას'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ, ,,ვალენსიასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,მარცხი დიდწილად ჩვენმა ზედაპირულობამ განაპირობა. ვულოცავ ვალენსიას მეორე ტაიმში ქამბექს. ჩვენი თამაშის ხარისხი დაეცა, 15 დაკარგვა მხოლოდ მეორე ნახევარში ძალიან ბევრია... მეტოქემ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოიყენა.

ვირტუსი დაიღალა? დაღლილობაზე არ ვსაუბრობ, მომხდარს ამას ვერ დავაბრალებთ. საკმარისი გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ მეტოქის გაზრდილ წნეხს პარკეტზე სხვაგვარად ვუპასუხოთ!

ვფიქრობ, ჰეკეტი და პაიოლა არიან ისინი, ვინც დაცვაში თამაშს არეგულირებენ და ტემპს ადგენენ. პაიოლას ტრავმის შემდეგ, ჩემი მოთამაშეების განსხვავებულ რეაგირებას ვისურვებდი... ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა - 20 წუთში 15, რაც ძვირად დაგვიჯდა.'' - ლუკა ბანკი

ევროლიგის მე-16 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:71 დაამარცხა.

ბოლონიელები 11 მოგებითა და 5 წაგებით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე არიან და მხოლოდ მადრიდის ,,რეალს'' ჩამორჩებიან.

ლუკა ბანკის გუნდი ევროლიგის მომავალ შეხვედრას 28 დეკემბერს, ,,პარტიზანთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები