Mundo Deportivo: 'ბარსელონამ თორნიკე შენგელია გაიფორმა'
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების, ხოსე იგნასიო იუგეს და ლუკას კლემენტეს ცნობით, ქართველი თავდამსხმელი „ბლაუგრანას“ სამწლიანი კონტრაქტით შეუერთდება, მესამე წელი არჩევითი იქნება და ორმხრივი გათავისუფლების პუნქტს მოიცავს.
ინფორმაცია Sportando-ს ჟურნალისტმა, ალესანდრო ლუიჯი მაჯიმ პირველად გასულ კვირას გაავრცელა - ბარსელონას ინტერესის შესახებ. Mundo Deportivo-მ ახლა დაადასტურა, რომ გარიგება დასრულებულია.
შენგელიას კონტრაქტი "ვირტუსში" ივნისში იწურება.
ვირტუსში გადასვლამდე, შენგელიამ ექვსწლიანი წარმატებული პერიოდი გაატარა „ბასკონიაში“ (2014–2020), შემდეგ კი თამაშობდა მოსკოვის „ცსკაში“ (2020–2022).
Barcelona have reportedly signed veteran Tornike Shengelia 👀🇪🇸
— BasketNews (@BasketNews_com) May 7, 2025
Is this good addition for Barca? 🤔 pic.twitter.com/vDEZIEsepd