ვირტუსი ვენეციასთან დამარცხდა | თორნიკემ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა
იტალიის სერია A-ს პლეი-ოფის 1/4-ფინალში ვირტუს ბოლონიამ ვენეციასთან კიდევ ერთი შეხვედრა წააგო, ანგარიშით 84:78 და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
თორნიკე შენგელიამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ქართველმა კალათბურთელმა წინა, მე-3 შეხვედრაში მფიონდუ კაბენგელეს წინააღმდეგ თავის ტრავმა მიიღო და დღევანდელ მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარა. გუნდის განცხადებით, თოკოს მდგომარეობა ყოველდღიურად კონტროლდება.
მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა მფიონდუ კაბენგელემ ჩააგდო, ასევე 11 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 17-17 ქულა ჰქონდათ უილ კლაიბერნს და დიუფ მუჰამეტს.
მომდევნო მე-5 გადამწყვეტი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა თორნიკე შენგელია აღნიშნულ მატჩში.
Sconfitta ancora nel finale per la Segafredo ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 25, 2025
Appuntamento martedì per Gara 5️⃣ pic.twitter.com/9eC7hgGrof