Belive

ვირტუსი ფენერბაჰჩესთან დამარცხდა | თორნიკე შენგელია ისევ ტრავმირებულია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ფენერბაჰჩესთან" 88:75 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას.

იტალიურმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 21:25 მოიგო, მაგრამ მე-2 (31:22) და მე-3 (19:9) მეოთხედში "ფენერბაჰჩემ" მეტოქეს არაფერი დაუთმო და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა. ბოლო მეოთხედი ვირტუსმა 17:19 მოიგო, მაგრამ ეს აღარაფერს წყვეტდა.

მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და ყველაზე მეტი ქულა "ფენერბაჰჩეს" კალათბურთელ ჯონათან მოტლის ჰქონდა, მან 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. "ვირტუსის" რიგებიდან კი საუკეთესო 17 ქულით გაბრიელ ლუნდბერგი იყო.

შეგახსენებთ, ქართველ კალათბურთელს ზურგის ტრავმა აქვს და "ვირტუსის" ზედიზედ ბოლო 4 შეხვედრა გამოტოვა. თორნიკემ ტრავმის გამო თავდაპირველად 15 იანვარს "ბრინდისის" წინააღმდეგ მატჩი გამოტოვა, როგორც პირველადი ინფორმაციით იყო ცნობილი ქართველი კალათბურთელი მაქსიმუმ 2 კვირას გამოტოვებდა.

"ფენერბაჰჩესთან" წაგების შემდეგ იტალიური გუნდი ევროლიგის მე-3 პოზიციას 15 მოგებით და 8 მარცხით მაინც ინარჩუნებს. შემდეგ შეხვედრას "ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატში 28 იანვარს "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები