საქართველო ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პირველ მატჩში დამარცხდა
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პირველ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდა და 10-ქულიანი სხვაობით, 66:76 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 18:59 წუთში, 13 ქულის, 2 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ჩვენი ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
7 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ დაპირისპირებას გამართავს, რომელშიც ესტონეთს დაუპირისპირდება. ისევე, როგორც ისრაელთან გამართული მატჩი, აღნიშნული დაპირისპირებაც დახურული იქნება.