Belive

ვიქტორ ვემბანიამა 2-3 კვირას გამოტოვებს

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

სან ანტონიო სპურსმა, ორშაბათს საღამოს გამოაცხადა, რომ ვიქტორ ვემბანიამამ პარასკევს, გოლდენ სტეიტთან მატჩის დროს, მარცხენა წვივის კუნთის დაჭიმულობა მიიღო. ეს მძიმე დარტყმაა 21 წლის ფრანგი ცენტრისთვის, რომელიც მინიმუმ ორი-სამი კვირის განმავლობაში გამოტოვებს თამაშებს.

ვემბანიამამ უკვე გამოტოვა საკრამენტოსთან მატჩი (123:110 გამარჯვება). იმავე დღეს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ, სან ანტონიომ განაცხადა: მას დაჭიმულობა აქვს და ორ-სამ კვირაში ხელახლა შეაფასებენ.

საკრამენტოსთან მატჩში ის ქუჩის ტანსაცმლით გამოჩნდა, რათა თანაგუნდელები გაემხნევებინა. სტატისტიკის ფურცლებით ხელში მთლიანად შეხვედრაზე იყო კონცენტრირებული და რჩევებსაც გასცემდა.

ვიცი, რომ მას სურს ამ სეზონში 82 თამაში ჩაატაროს, მაგრამ ჩვენ არანაირ რისკზე არ წავალთ. - განაცხადა სან ანტონიოს მთავარმა მწვრთნელმა, მიტჩ ჯონსონმა

სხვა სტატიები