ბითაძის ზუსტი ორქულიანები | ორლანდომ კლიპერსს 28 ქულით მოუგო
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლა და 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 129:101 დაამარცხა.
მეჯიქის შემადგენლობაში 16 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 10 ქულას, 6 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ორლანდოს 23 ქულით, 7 პასით, 3 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ჯეილენ საგსმა ულიდერა, კლიპერსის რიგებში კი 31 ქულით, 8 ასისტით, 5 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.
ბითაძის გუნდი, რომელიც 9 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 22 ნოემბერს, ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ გამართავს.