თორნიკე შენგელია VTB-ლიგის ჩემპიონია!
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ცსკამ" VTB ლიგის ფინალურ შეხვედრაში "უნიქსი" 89:81 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფინალური სერიის მე-3 თამაშში პარკეტზე 27 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც არმიელებს 19 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით დაეხმარა. თორნიკემ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. შენგელიას "უნიქსთან" თამაშში სარგებლიანობის ინდექსი 21 ჰქონდა, რაც თანაგუნდელ ჰაკეტთან ერთად ყველაზე მეტი იყო. შენგელია VTB-ლიგის უკვე გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 23:10 წუთს თამაშობდა და 13.9 ქულას, 4.4 მოხსნას და 1.8 პასს ითვლიდა. მისი სარგებლიანობის ინდექსი საშუალოდ 13.1-ს შეადგენდა.
CSKA is the 2020-21 VTB League Champion! 🏆 pic.twitter.com/1D4eUNaUex— VTB League (@VTBUL) June 10, 2021