Belive

თორნიკე შენგელიას საოცარი მატჩი ბრეშასთან | ვირტუსმა მოიგო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პლეი-ოფი დაიწყო, ბოლონიელების მეტოქე ბრეშაა და მათ წინააღმდეგ პირველი შეხვედრაც ჩაატარეს. ვირტუსმა პირველი მატჩი 90:87 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და ყველაზე შედეგიანიც იყო, მან 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 29 ქულა (14-დან 12 ორქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჰქონდა.

19 ქულა ჰქონდა მეტ მორგანს, 16 კი მირო ბილანს.

პლეი-ოფის მე-2 შეხვედრა 14 ივნისს 23:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები