კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 16-წლამდელთა ჩელენჯერის ტიპის ტურნირი მიმდინარეობს.
ტურნირში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, რომლებმაც ამ ეტაპისათვის საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს.
დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რომლის შედეგად ჩვენი გუნდი 4 ნაკრებით დაკომპლექტებულ ჯგუფში, 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა.
პირველ თამაშში ქართველი კალათბურთელები სლოვაკებთან 1-ქულის სხვაობით, ანგარიშით 76:77, დამარცხდნენ - შეხვედრის კულმინაცია მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე შედგა, როდესაც სლოვაკებმა დასკვნითი 3-ქულიანის რეალიზების შედეგად გაიმარჯვეს.
მეორე და მესამე შეხვედრაში კი ჩვენმა 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებელი შეხვედრები ჩაატარეს - ორივე შეხვედრა 10 ქულით მოიგეს, ჯერ კვიპროსი დაამარცხეს (76:86), ხოლო შემდეგ უნგრელები (51:61).
ამრიგად, ქართველი კალათბურთელები ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე იმყოფებიან, სადაც მათი მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, მეორე ნახევარფინალური წყვილი კი პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებებით დაკომპლექტდა.