Belive

შერმადინის 8 ქულა, 7 მოხსნა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ლენოვო ტენერიფე" ტიტულის დასაცავ გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდა. ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში “მანრესა” 84:72 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

გუნდებმა საწყის ორ მატჩში მოგებები გაცვალეს. გადამწყვეტი შეხვედრა კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა. მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მატჩი ისე მიიყვანეს გამარჯვებამდე, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი შერმადინის კარგი თამაშია, რომელიც ამჯერად MVP ვერ გახდა, თუმცა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

შერმადინმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი 15 შეადგინა.

ოთხთა ფინალში ტენერიფესთან ერთად იერუსალიმის "ჰაპოელი", ესპანური "უნიკახა" და გერმანული "ტეპეკომი" გავიდნენ. ოთხთა ფინალი 12-13 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები