Belive

შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი - ტენერიფემ უხვქულიან თამაშში გაიმარჯვა

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბრეოგანი ტენერიფეს დაუპირისპირდა და 96:108 დამარცხდა.

ტენერიფეს გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინს მიუძღვის, რომელმაც 18 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა.

განვლილი 10 ტურის შემდეგ, ტენერიფე 14 ქულით მე-4 ადგილზეა. კანარის კუნძულელები ლიგა ACB-ს მომდევნო შეხვედრას 20 დეკემბერს, 21:00 საათზე, ჟირონას წინააღმდეგ გამართავენ.