Belive

თსუ ევროპის თასის მე-4 შეხვედრაში დამარცხდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში ,,თსუ-მ'' კვიპროსულ ,,კერავნოსთან'' სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:84 წააგო. შედეგად, ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი დათმო.

,,თსუ-ს'' შემადგენლობაში 28 ქულით, 2 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა. 13 ქულას, 8 ასისტსა და 6 მოხსნას მოუყარა თავი გიორგი ცინცაძემ. 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზე.

,,კერავნოსს'' 20 ქულით, 6 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით შეივერ რეინოლდსმა ულიდერა.

,,თსუ'' ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 22 ნოემბერს, ,,ვარეზეს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები