ისტორიაში პირველად, ბათუმი სუპერლიგის ჩემპიონია
20 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს სუპერლიგის მე-4 შეხვედრაში ბათუმმა თსუ საოცრად დაძაბულ შეხვედრაში 90:81 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მატჩის ძირითადი დრო 81:81 დასრულდა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, ბათუმმა კი მეტოქეს დამატებულ დროში ქულა არ ჩააგდებინა და 9:0 მოიგო.
საბოლოოდ ბათუმურმა გუნდმა მეტოქე სერიაში 3:1 დაამარცხა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნანატრი ტიტულის მოგება შავიზღვისპირელებმა საკუთარ არენაზე იზეიმეს.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ორმაგი დუბლი გაიფორმა მირინ ტომასმა - 28 ქულა, 15 მოხსნა. თსუ-ს მხრიდან კი 24 ქულით გამოირჩა კორვისირ მაკკოლი.