Belive

თსუ ევროპის თასის პირველ შეხვედრაში გოტინგენთან 5 ქულით დამარცხდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ,,თსუ'' გერმანულ ,,გოტინგენს'' ესტუმრა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:81 დამარცხდა.

ქართულმა გუნდმა მეტოქეს პირველი და მესამე მეოთხედი მოუგო და გამარჯვება ბოლო წამებამდე შეეძლო (10 წამით ადრე სხვობა 1 ქულა იყო და თსუს კალათბურთელმა საჯარიმო ვერ გამოიყენა).

,,თსუს'' შემადგენლობაში 19 ქულით, 8 პასითა და 6 მოხსნით ტაირი ბოიკინი გამოირჩა. 18 ქულას, 4 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი ალექსანდრე ფევაძემ. ორმაგი დუბლი გაიფორმა კახაბერ ჯინჭარაძემ - 14 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა.

,,გოტინგენს'' 14 ქულით, 11 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 მოხსნით დეონდრე ბარნსმა ულიდერა.

,,თსუ'' ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 25 ოქტომბერს, ,,კერავნოსის'' წინააღმდეგ შინ გამართავს.

სხვა სტატიები