Belive

ცსკა ევროლიგაზე დამარცხდა | შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა და აწ უკვე მეორე თამაში ჩაატარა, ამჯერად ევროლიგის ეგიდით, სადაც მოსკოვურმა კლუბმა საკუთარ არენაზე "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ბოლო მეოთხედის ბოლო წუთებში დე კოლომ მეტოქეს ზედიზედ ორი 3-ქულიანი ჩაუგდო, რითაც ფაქტობრივად "ცსკა"-ს განაჩენი გამოუტანა. თურქებმა შეხვედრა 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 82:91 მოიგეს და ევროლიგაში 8 თამაშის შემდეგ მესამე მოგება მოიპოვეს. თორნიკემ პარკეტზე 27:57 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 10 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა. "ცსკა" ევროლიგაზე 8 შეხვედრიდან 4 მოგებით მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას "არმიელები" 7 ნოემბერს, „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები