Belive

თორნიკე შენგელიას ვირტუსთან კონტრაქტი უმთავრდება

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

"ვირტუს ბოლონიას" ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას იტალიურ გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება, sportal-ის ინფორმაციით ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი იქნება.

ვირტუსის საუკეთესო კალათბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი იქნება. გასულ ზაფხულს ის წითელ ვარსკვლავს ("ცრვენა ზვეზდა") უკავშირდებოდა, თორნიკე შენგელია 15 ქულით, 5 მოხსნით და 3 ასისტით ალბათ კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და მისი დიდი წვლილია, რომ ბოლონიური გუნდი ევროლიგის პლეი ოფში ითამაშებს. მან თავისი დიდებული თამაშებით ევროპული გიგანტების ყურადღება მიიპყრო და ჯერ კიდევ გასარკვევია დარჩება თუ არა მომავალ სეზონში იტალიის ჩრდილოეთში - წერია სერბულ სპორტულ საიტ sportal-ზე.

სხვა სტატიები