Belive

ტორონტო რაპტორსმა სანდრო მამუკელაშვილის ტრანსფერი გააოფიციალურა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი, კარიერას ისევ NBA-ში გააგრძელებს, მისი ახალი კლუბი ტორონტო რაპტორსი იქნება.

26 წლის კალათბურთელმა კანადურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სანდროს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა აირჩია გუნდი, სადაც მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ხელშეკრულება ,,მოთამაშის ოფციას'' მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე წელს სანდრო გადაწყვეტს, კონტრაქტი გაახანგრძლივოს თუ თავისუფალი აგენტი გახდეს.

მამუკელაშვილი სან ანტონიოში გატარებულ გასულ სეზონში საშუალოდ 11,2 წუთს თამაშობდა და 6,3 ქულას, 3,1 მოხსნასა და 0,8 ასისტს აგროვებდა.

ტორონტომ 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი 30 მოგებითა და 52 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები