ტორონტო ბოსტონთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთი ითამაშა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ტორონტო რეპტორსი ბოსტონ სელტიკსთან 108:110 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 22:03 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი), 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა დერიკ უაითმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი ჰქონდა ბრენდონ ინგრამს - 20 ქულა, 10 მოხსნა.
ტორონტო რეპტორსი ბოლო პრე-სეზონის მატჩს ჩაატარებს, ისინი 18 ოქტომბერს ბრუკლინ ნეტსს დაუპირისპირდებიან. რეპტორსი რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას კი 23 ოქტომბერს ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ გამართავს.