"სანდრო ძალიან, ძალიან კარგი მსროლელია" - ტორონტოს მთავარი მწვრთნელი
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა გოლდენ სტეიტ უორიორსი 145:127 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 25:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 სამქულიანი), 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ კალათბურთელზე მეტი მოხსნა შეხვედრაში არავის გაუკეთებია, ამ მხრივ სანდრო საუკეთესო იყო.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტორონტოს მთავარ მწვრთნელს, დარკო რაიაკოვიჩს ქართველი კალათბურთელის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი რამ თქვა:
სანდრო ძალიან, ძალიან კარგი მსროლელია, ის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა. მამუ ყოველთვის ფიქრობს თუ როგორ უნდა დაეხმაროს თავის თანაგუნდელებს, ის სწორ ეპიზოდში ზუსტ გადაცემებს აკეთებს და ცდილობს, რომ ყველას შეუქმნას სასროლი პოზიციები.
მან დღეს ძალიან კარგი სამუშაო გასწია და ყველაფერი შესანიშნავად დააბალანსა. ვგულისხმობ, თანაგუნდელების თავისუფალ პოზიციებში დატოვებაზე, სამწამიანში შესვლასა და თავისუფალი პოზიციებიდან სროლას. - დარკო რაიაკოვიჩი - ტორონტო რეპტორსის მთავარ მწვრთნელი
ტორონტო რეპტორსი 26 მოგებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 22 იანვარს, საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ გამართავს.