Belive

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა პარტიზანი ბელგრადში დაამარცხა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგის მე-17 ტურის მატჩში "პარტიზანს" ბელგრადში ესტუმრა და იტალიურმა გუნდმა მეტოქე 75:77 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 31:40 წუთი ითამაშა და 10 ქულა 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა "პარტიზანის" კალათბურთელს ჯეიმს ნანელის ჰქონდა, ამერიკელმა 4 მოხსნა და 6 ასისტიც მიითვალა.

"ვირტუსელთა" მხრიდან ყველაზე შედეგიანი გაბრიელ ლუნდბერგი იყო 16 ქულით, მან ასევე 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ვირტუსი" ევროლიგაში 12 მოგებით და 5 წაგებით მე-2 ადგილზეა. წლის ბოლო მატჩს იტალიური გუნდი 31 დეკემბერს იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მატჩში "პესაროს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები