ვირტუსის პრეზიდენტი: ,,მიყვარს შენგელია და მისი მეუღლე”
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ვირტუს ბოლონიას საჩემპიონო მატჩის შემდეგ, გუნდის პრეზიდენტმა, მასიმო ძანეტიმ, თორნიკე შენგელიას შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
,,შენგელია? მიყვარს ის და მისი მეუღლე. თოკოს ვუთხარი, რომ როცა ბარსელონაში ჩავალ, მათ აუცილებლად ვნახავ.
შენგელიას ჰქონდა შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყოდა. თუმცა, ბოლო მატჩებში მან მთელი გული ჩადო, ასეთი კარგი თამაში არასდროს მინახავს! თორნიკემ დაამტკიცა რომ ნამდვილი პროფესიონალია.” - მასიმო ძანეტი
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 შეხვედრაში ვირტუს ბოლონიამ ბრეშა 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:74 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
თორნიკე შენგელია, რომელმაც დღეს 31 ქულა მოაგროვა, ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მალე კონტრაქტს კატალონიის ბარსელონასთან გააფორმებს.
MERCATO LBA - Virtus Bologna, Zanetti: «Shengelia andrà a Barcelona. Già presi dei giocatori» #LBASerieA | #pianetabasket https://t.co/A7zJjSyn1F
— Pianeta_Basket (@PianetaBasketIT) June 17, 2025