თორნიკე შენგელიას 9 ქულა აპოელთან - დუბაიმ გაიმარჯვა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მეცხრე ტურში დუბაიმ თელ ავივის აპოელს უმასპინძლა და მეტოქე 97:83 დაამარცხა. დუბაიმ პირველი მეოთხედი 3 ქულით დათმო, თუმცა მეორე და მესამე მეოთხედებში მეტოქეს ჯერ 8, შემდეგ კი 9 ქულის სხვაობით აჯობა. უკანასკნელი მეოთხედი ფრედ, 23:23 დასრულდა.
თორნიკე შენგელიამ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო - ქართველმა მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ დროში მან დუბაის 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
6 გამარჯვებითა და 3 მარცხით, დუბაი ევროლიგის მერვე ადგილზეა, მომავალ შეხხვედრას კი 6 ნოემბერს, სტუმრად, ვირტუს ბოლონიასთან ჩაატარებს.
Final at home. 🔥 pic.twitter.com/SZKQQM1lEK
— Dubai Basketball (@dubaibasket) October 30, 2026