3-მატჩიანი პაუზის შემდეგ, შენგელია პარკეტს დაუბრუნდა | დუბაიმ პარიზთან წააგო
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-8 ტურში დუბაიმ პარიზს უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:99 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩი გამოტოვა, დღეს პარკეტზე 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თოკომ 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 8 შეადგინა.
დუბაი, რომელიც 5 მოგებითა და 3 წაგებით ევროლიგის მე-6 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს პარასკევს, 30 ოქტომბერს, ჰაპოელის წინააღმდეგ გამართავს.
Final score against Paris. https://t.co/4V0JuUtZf9
— Dubai Basketball (@dubaibasket) October 27, 2026