Belive

თორნიკე შენგელიამ ბარსელონას მაისურით რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ბარსელონა ბელგრადში პარტიზანს ესტუმრა და 78:76 დაამარცხა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიამ დააგროვა და საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 29:45 წუთში 24 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 12-დან 10 საჯარიმო), 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

თოკო აღნიშნულ შეხვედრაში იმითაც გამოირჩა, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა, ამ მაჩვენებლით ევროლიგაში 13-წლიანი ასპარეზობის მანძილზე პირადი რეკორდი დაამყარა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელიამ ყველაზე მეტი ქულა სწორედ პარტიზანთან დააგროვა, მას შემდეგ რაც ის ბარსელონაში გადავიდა.

ბარსელონას ევროლიგის მიმდინარე სეზონში 5 მოგება და 3 მარცხი აქვს, კატალონიური გუნდი ამ შედეგით მე-8 ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის (ACB) ეგიდით მურსიას წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი ხვალ, 2 ნოემბერს გაიმართება.

პარტიზანი VS ბარსელონა, შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები