Belive

თორნიკე შენგელია 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ლიგა სერია A-მ 29-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. "ვირტუს ბოლონია" 29-ე ტურში "ტორტონას შეხვდა, სადაც ქართველის გუნდმა მეტოქე 84:77 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა და ყველაზე შედეგიანიც იყო, მან ამ დროში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

სრულად სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:

ანდრეა ჩინჩარინი, პეიტონ უილისი, შეივონ შილდსი, ნიკოლო მელი, თორნიკე შენგელია.

სხვა სტატიები