თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ევროქაფი მოიგო
საკალათბურთო ევროქაფის ფინალურ შეხვედრაში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ბურსას” 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:67 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. ,,ვირტუსის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 23 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თოკომ ევროქაფი კარიერაში მეორედ მოიგო. ბოლონიურ გუნდს 21 ქულით, 3 ასისტითა და 1 მოხსნით მილოშ ტეოდოსიჩმა ულიდერა. თორნიკე შენგელია ევროქაფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში საშუალოდ 8,6 ქულას, 5,3 მოხსნას, 3,7 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას აგროვებდა.
.@Virtusbo IS THE 2021-22 #7DAYSEuroCup CHAMPION!!!🏆#RoadToGreatness pic.twitter.com/J9UX4odX10 — 7DAYS EuroCup (@EuroCup) May 11, 2022