Belive

ევრობასკეტი | C-ჯგუფის მე-4 სათამაშო დღის შეჯამება

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ევრობასკეტის მე-4 სათამაშო დღეს, C-ჯგუფში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა - იანისის გარეშე მოთამაშე საბერძნეთი ბოსნიასთან დამარცხდა. საქართველომ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და აუტსაიდერი კვიპროსი 32-ქულიანი სხვაობით დაამარცხა. დღის მთავარი დაპირისპირება კი ესპანეთსა და იტალიას შორის გაიმართა.

  • საბერძნეთი 77:80 ბოსნია

  • კვიპროსი 61:93 საქართველო

  • იტალია 67:63 ესპანეთი

როგორც აღვნიშნეთ, სათამაშო დღის პირველი დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით დასრულდა. იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე საბერძნეთის წინააღმდეგ ბოსნიას იუსუფ ნურკიჩმა ულიდერა. ბოსნიამ ბოლო ტურის წინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გასვლისთვის საქართველოსთან იბრძოლებს.

მასპინძელი და ქვეჯგუფის აუტსაიდერი კვიპროსი საქართველოს დაუპირისპირდა და 32-ქულიანი სხვაობით, 61:93 დამარცხდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და 27 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სათამაშო დღის ბოლო მატჩში იტალიამ ესპანეთი დაამარცხა, რომელიც თაობათა ცვლის მძიმე პროცესს გადის. დაძაბული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა იტალიელებმა მაინც შეძლეს გარდატეხის შეტანა და მეტოქის დამარცხება.

საბერძნეთმა და იტალიამ პლეი-ოფში თამაში უკვე გაინაღდეს. დარჩენილი 2 საგზურისთვის საქართველო, ბოსნია და ესპანეთი ბოლო ტურში იბრძოლებენ.

განვლილი 4 ტურის შემდეგ საბერძნეთსა და იტალიას 7-7 ქულა აქვთ. საქართველომ, ესპანეთმა და ბოსნიამ პირად აქტივში 6-6 ქულა დააგროვეს, ხოლო სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე 4 ქულით კვიპროსი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ქვეჯგუფიდან პლეი-ოფში ასპარეზობას საუკეთესო 4 გუნდი აგრძელებს.

4 სექტემბერი, 16:00 | ბოსნია Vs. საქართველო

4 სექტემბერი, 19:15 | იტალია Vs. კვიპროსი

4 სექტემბერი, 22:30 | ესპანეთი Vs. საბერძნეთი

სხვა სტატიები