Belive

თად მაკფადენი: "ჩვენ ისტორია დავწერეთ, მაგრამ ვემზადებით, რომ მოვხვდეთ საუკეთესო 8 გუნდში"

4 კვირის წინ

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. "ჯვაროსნებმა" ვენესუელა 11 ქულით 70:59 დაამარცხეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ავსტრალია და გერმანია იქნებიან.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც K-ჯგუფში ავსტრალიისა და გერმანიის უძლიერეს ნაკრებებს შეხვდება, მათთან კი ასეთი თამაშით ძალიან გაგვიჭირდება, მატჩები 1 და 3 სექტემბერს გაიმართება.

ვენესუელასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კომენტარი თად მაკფადენმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაკრების მიზანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა. 

მომდევნო ეტაპზე გასვლით ისტორია დავწერეთ და ყველა გახარებულია. უზომოდ ბედნიერი ვარ, ქვეყნისა და გუნდის გამო - არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ სამწვრთნელო შტაბისა და ყველას გამო.

იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც განსაკუთრებით აღფრთოვანება არ უყვართ. ჩვენ კიდევ გვიწევს თამაშების ჩატარება. როდესაც ყველაფერი დასრულდება, შეიძლება რომ უკან მოიხედო და შეაფასო, მაგრამ ახლა ჩვენ კიდევ გვიწევს კალათბურთის თამაში. ჩვენმა გუნდმა ისტორია დაწერა, მაგრამ ვემზადებით, რომ მოვხვდეთ საუკეთესო 8 გუნდში. შესანიშნავია, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა, მაგრამ ჩვენ საუკეთესო 8-ს ვუმიზნებთ და ეს ძალიან მახარებს.

ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად, ბოლომდე ვიბრძვი, მათთვის თავგანწირვით ვთამაშობ. ეს თქვენთვისაა, ეს თქვენთვისაა - საქართველო. - თად მაკფადენი.

ვენესუელასთან დასრულებული მატჩის შემდეგ, კომენტარი გოგა ბითაძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებაში ყველამ შეიტანა წვლილი.

ვენესუელა სათამაშოდ ძალიან რთული გუნდია. ფიზიკურები არიან, ძალიან აგრესიულად თამაშობენ, ბევრ 3-ქულიანებს ისვრიან და სწრაფი გუნდია. ამისთვის ჩვენ მომზადებულები ვიყავით - ბიჭებმა, ყველამ, სკამიდან ვინც შემოვიდა, რამდენი წუთიც ითამაშეს, ყველამ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო მოგებისთვის. დავიმსახურეთ მოგება, ძალიან ბედნიერები ვართ და ვულოცავ კიდევ ერთხელ ბიჭებს -

შეგახსენებთ, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება 4-დან 2 საუკეთესოში მოხვდეს. ჯვაროსნები 1 სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები