Belive

სუპერთასის ნახევარფინალში ვირტუსმა მილანს მოუგო - შენგელია მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,მილანი'' 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 78:73 დაამარცხა.

მატჩში 28 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც ბოლონიელთა შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ვირტუსის'' მეტოქე ფინალში ,,ბრეშასა'' და ,,ტორტონას'' დაპირისპირებაში გაირკვევა. გადამწყვეტი მატჩი ხვალ გაიმართება.

სხვა სტატიები