Belive

შესაძლოა შენგელიამ ევრობასკეტის საწყისი ორი თამაში გამოტოვოს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს საწყის მატჩებში ვერ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

შენგელიას გულის პრობლემები აწუხებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით საქმე არითმიას ეხება. როგორც ესპანელები წერენ, ექიმების ჯგუფმა თოკოს პირველ ორ შეხვედრაში დასვენება ურჩია. მიუხედავად ამისა, შენგელიას თამაში ნებისმიერ ფასად უნდა. გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, თოკო ესპანეთთან 100%-ით არ იქნება, იტალიასთან თამაში კი საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ჯიკიჩის გუნდი გახსნით შეხვედრას 28 აგვისტოს 16:00 საათზე ესპანეთთან გამართავს. შემდეგი მატჩი 30 აგვისტოს, იმავე დროს იტალიის წინააღმდეგ შედგება. 31 აგვისტოს ასევე 16:00 საათზე საბერძნეთს შევხვდებით. 2 სექტემბერს 19:15 საათზე კვიპროსს, 4 სექტემბერს 16:00 საათზე ბოსნიას დავუპირისპირდებით.

სხვა სტატიები