Belive

სპურსი განადგურდა - მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ინდიანასა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი, მასპინძლების სრული დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ "პეისერსის" გამარჯვებით 152:111 დასრულდა.

"ინდიანას" ჰალიბარტონმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად, 2 მოხსნისა და 8 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "სპურსის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 8:49 წუთში, ქართველმა ფორვარდმა 5 ქულის, 4 მოხსნისა და 1 ასისტის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები