Belive

ორლანდომ სან ანტონიოს მოუგო - მამუკელაშვილსა და ბითაძეს არ უთამაშიათ

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:108 დამარცხდა.

დღევანდელ მატჩში მწვრთნელების გადაწყვეტილებით, არც სანდრო მამუკელაშვილს უთამაშია და არც - გოგა ბითაძეს.

,,ორლანდოს'' 25 ქულით, 9 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,სპურსის'' რიგებში 26 ქულით, 4 მოხსნით, 4 პასითა და 1 დაფარებით დევინ ვასელი გამოირჩა. 21 ქულა, 8 მოხსნა, 5 დაფარება, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე.

,,ორლანდო მეჯიქი'' 25 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 10 მოგებითა და 38 წაგებით დასავლეთში ბოლოა.

გუნდები მომავალ შეხვედრებს 3 თებერვალს გამართავენ - ,,სპურსის'' მეტოქე ,,ნიუ ორლეანს პელიკანსი'' იქნება, ,,ორლანდო'' კი ,,მინესოტას'' ესტუმრება.

სხვა სტატიები