Belive

SPORTS ILLUSTRATED: "მამუკელაშვილმა უნდა აჩვენოს, რა შეუძლია"

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტორიტეტული გამოცემა SPORTS ILLUSTRATED-ი, სანდრო მამუკელაშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის.

SPORTS ILLUSTRATED-ის რედაქცია აღნიშნავს, რომ ახლა ჯერი მამუკელაშვილზეა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია.

როდესაც, შეზღუდული თავისუფალი აგენტებისთვის სრულფასოვანი კონტრაქტების გაფორმების პერიოდი ამოიწურა - "სპურსმა" მამუკელაშვილისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოახერხა. მამუკელაშვილმა შეძლო და მოკლე პერიოდში ფანების საყვარელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 19 მატჩში, მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულასა და 6.8 მოხსნას აგროვებდა - რაც "მილუოკიში" გატარებულ პერიოდში დაფიქსირებულ რეზულტატთან შედარებით გაუმჯობესებულია.

"სპურსმა" გადაწყვიტა, რომ მამუკელაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭებინა, რის შემდეგაც 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მამუკელაშვილი "სპურსის" წინადადებას დათანხმდა, რადგან დანებება არ სურდა.

დიდებული თანაგუნდელები მყავს. ისინი პოზიტიურ ენერგიას მაძლევენ და ნდობას მიცხადებენ. ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ახალგაზრდა მოთამაშემ მიიღოს. როდესაც ხედავ, რომ თანაგუნდელები გენდობიან და შენი სჯერათ, ნამდვილად დიდი მოტივაციაა. - სანდრო მამუკელაშვილი.

"სან ანტონიომ" მამუკელაშვილს მისცა ის, რასაც სხვა ვერ შესთავაზებდა: ადგილი როტაციაში, პოზიტიური გასახდელი და ფანების სიყვარული. ახლა კი მამუკელაშვილი "სპურსში" კიდევ 1 წლით დარჩება.

რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის თამაშზე?

მიუხედავად მისი სიმაღლისა, მამუკელაშვილს კორტზე განსაკუთრებული ათლეტური უნარები შემოაქვს. ის მაღალია, მაგრამ არაა საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ არატრადიციული ტიპის მძიმე ფორვარდი იყოს. მამუკელაშვილი თავის როლს კარგად ასრულებს. სწრაფად გადადის შეტევებში და ქმნის სივრცეს.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მწვრთნელმა პოპოვიჩმა მასში იმდენივე პოზიტიური თვისება დაინახა, რამდენიც თავად მამუკელაშვილმა ვარჯიშის დროს. ასე რომ - მამუკელაშვილი "სპურსში" კიდევ 1 სეზონის გასატარებლად მზადაა. ახლა, მამუკელაშვილმა უნდა დაამტკიცოს, თუ რა შეუძლია და ყველას უნდა დაანახოს რა შეუძლია "სპურსს" შემატოს.

სხვა სტატიები