Belive

"როგორც კალათბურთელს, უბრალოდ კალათბურთის თამაში მინდა" - სანდრო მამუკელაშვილი

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"სან ანტონიოს" რიგებში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს გუნდში სათამაშო დრო ბევრი არ ეძლევა. ქართველი კალათბურთელი ერთი მატჩით G ლიგის გუნდ ოსტინშიც გაუშვეს, რათა თავი წარმოეჩინა და თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა, ამ ერთ შეხვედრაში კი სანდრომ შესანიშნავად ითამაშა 34 ქულა და 22 მოხსნა დააგროვა.

"ოსტინ სპურსიდან" იგი ისევ "სან ანტონიოში" დააბრუნეს ჰიუსტონთან ჩასატარებელი მატჩისთვის, ამ შეხვედრამდე კი ქართველმა კალათბურთელმა San Antonio Express-News-თან G ლიგის მატჩზე ისაუბრა.

როგორც კალათბურთელს, უბრალოდ კალათბურთის თამაში მინდა, არ მაინტერესებს, YMCA იქნება ეს თუ NBA-ის თამაში, მე უბრალოდ გავალ და ვითამაშებ. კონკურენტუნარიანობა სწორედ ამ დროს ირთვება და არ აქვს მნიშვნელობა ეს სად იქნება. - სანდრო მამუკელაშვილი

G ლიგის კლუბ "ოსტინ სპურსში" ჩასატარებელი მატჩისთვის "ტეხას ლეჯენდსის" წინააღმდეგ სანდრო მამუკელაშვილი დალასში რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა.

მე დავიძინე და პირდაპირ სპორტდარბაზში წავედი. ეს მე მჭირდებოდა, NBA-ში ბევრი სათამაშო დრო არ მეძლევა. მნიშვნელოვანია რიტმის და თავდაჯერებულობის პოვნა, იმის დანახვა თუ სად ვარ - ეს მნიშვნელოვანია.

ხანდახან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მე მსურს. მიყვარს ეს ორგანიზაცია, მიყვარს გუნდი. უნდა ვიყო მზად, დავრჩე მოტივირებული და ვიმუშავო ბევრი.

მარტივი არ არის ჩამოსვლა და 30 წუთის თამაში, აქაც არიან მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ მომცეს საშუალება მეთამაშა და ვითამაშო ისე, როგორც ჩვეულებრივ ვთამაშობ.
- სანდრო მამუკელაშვილი

გრეგ პოპოვიჩმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა:

მიყვარს მისი თამაში. მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ ის მოძრაობს ისევე, როგორც ყველა ჩვენს გუნდში. - გრეგ პოპოვიჩი

სხვა სტატიები