Belive

შენგელიას გმირობა! თოკომ სულ 3 წუთი ითამაშა და ვირტუსი გადაარჩინა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტ, მე-5 შეხვედრაში, ვირტუს ბოლონიამ ვენეცია 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:84 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მე-4 მეოთხედში ვირტუსი 9 ქულით აგებდა და შეიძლება ითქვას, რომ გუნდს გმირად თორნიკე შენგელია მოევლინა. ტრავმის გამო, თოკომ წინა მატჩი გამოტოვა და როგორც ჩანს, დღესაც არ უნდა ეთამაშა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ბოლონიას ყველაზე მეტად გაუჭირდა, საქმეში ქართველი ფორვარდი ჩაერთო და მატჩში გადამწყვეტი როლიც შეასრულა.

თორნიკემ სულ 3 წუთი ითამაშა, თუმცა ამ დროის განმავლობაში 7 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მან 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. სწორედ შენგელიას ანგარიშზეა მატჩის ბოლო ორქულიანი, რომელიც ურთულესი პოზიციიდან შეხვედრის დასრულებამდე 47 წამით ადრე ჩააგდო.

ვირტუსის მეტოქე ნახევარფინალში მილანი იქნება, რომელმაც ტრენტოს 3:1 აჯობა.

სხვა სტატიები