Belive

შენგელიას 8 ქულა | ბარსელონამ საკალათბურთო კლასიკო მოიგო

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში 'ელ კლასიკო' შედგა. მასპინძელი რეალი ბარსელონასთან 100:105 დამარცხდა. 14 თამაშის შემდეგ რეალს 24 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო ბარსელონა 20 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

თორნიკე შენგელიას ძირითად ხუთეულში არ დაუწყია და მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თოკომ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან 2-ჯერ სცადა არაზუსტად. საჯარიმოს ხაზზე კი ორჯერ დადგა და ორივე შემთხვევაში ზუსტი აღმოჩნდა.

ბარსას შემადგენლობაში გამორჩეულები პუნტერი, ლაპროვიტოლა და სატორანსკი იყვნენ, შესაბამისად 19, 17 და 16 ქულით.

ბარსელონა მე-15 ტურში გრანადას მიიღებს.

სხვა სტატიები