Belive

შენგელია რეალის წინააღმდეგ - დუბაი ევროლიგის სუპერთასის ფინალში ვერ გავიდა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, დუბაი (მასპინძელი) რეალ მადრიდს შეხვდა და 95:98 დამარცხდა.

დუბაიში გადასვლის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 25 წუთზე მეტი გაატარა, დააგროვა 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. თორნიკემ 8-დან 8 საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო. პერიმეტრიდან კი ერთი მცდელობა ჰქონდადა - ზუსტი.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა (ძირითადი დრო 88:88 დასრულდა) - ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესო დუბაის მსროლელი, ელი ოკობო იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.

ევროლიგის სუპეერთასი არის ევროლიგის მიერ ორგანიზებული ახალი, ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი, რომელიც ევროლიგის ახალი სეზონის ოფიციალურ გახსნით ღონისძიებას წარმოადგენს.

ტურნირის სადებიუტო გათამაშება ტარდება აბუ დაბიში, ოთხთა ფინალის ფორმატით - ოლიმპიაკოსი (ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი), რეალი (ვიცე-ჩემპიონი), ფენერბაჰჩე (წინა წლის ჩემპიონი), დუბაი (მასპინძელი).

მეორე ნახევარფინალში ოლიმპიაკოსმა ფენერბაჰჩე 92:90 დაამარცხა და რეალს შეხვდება.