Belive

​შენგელიას 6 ქულა ფენერბახჩესთან - ცსკა-მ პლეი-ოფი გამარჯვებით დაიწყო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ევროლიგაში პლეი-ოფები დაიწყო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპზე თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა" "ფენერბახჩეს" დაუპირისპირდა და სერიის პირველ შეხვედრაში, საშინაო კედლებში - 92:76 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თურქული კლუბის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, პარკეტზე 19:44 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულა, 2-2 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 29 წლის ფორვარდმა 6-დან სამი ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშე თურქული კლუბის ფრანგი ლეგიონერი, ნანდო დე კოლო გახლდათ, რომელმაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ პარკეტზე მყოფ კალათბურთელებს შორის ყველაზე მეტი - 34:50 წუთი ითამაშა, 27 ქულით საუკეთესო მექულე გახდა და 4 მოხსნა და 3 ზუსტი პასიც მიითვალა. ტურნირის ბოლო და სამისეზონისწინა ჩემპიონები ერთმანეთს მეორედ ისევ რუსეთის დედაქალაქში, 23 აპრილს დაუპირისპირდებიან, სტამბულში კი სერია 28-ში გადაინაცვლებს.

სხვა სტატიები