Belive

შენგელიამ მხოლოდ 7 წუთი ითამაშა | ბარსამ ჩემპიონატში ზედიზედ მეათედ მოიგო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში, სან პაბლო ბურგოსმა ბარსელონას უმასპინძლა და 79:80 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბარსამ ჩემპიონატში ზედიზედ მეათედ მოიგო და 16 მატჩის შემდეგ 12 მოგება აქვს.

თორნიკე შენგელია ძირითად ხუთეულში იყო, თუუმცა პარკეტზე მხოლოდ 7 წუთზე ცოტა მეტი გაატარა. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფოლებით თავიდანვე დაიტვირთა. თორნიკემ გუნდს 4 ქულა შესძინა - ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 ქულა საჯარიმო ტყორცნებით აიღო.

ბარსელონა ცხრილში მესამე ადგილს იკავებს (რეალისა და ვალენსიას შემდეგ) - კატალონიელები მომდევნო ტურის შეხვედრას 25 იავარს, შინ, გიორგი შერმადინის ტენერიფეს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები