შენგელიამ მილანოს 15 ქულა ჩაუგდო | ბარსელონა დამარცხდა
საკალათბურთო ევროლიგის 30-ე ტურში ოლიმპია მილანომ ბარსელონას უმასპინძლა და 87:84 დაამარცხა. კატალონიელებმა ევროლიგის ეგიდით გამართულ ზედიზედ მესამე მატჩში წააგეს და ამ მომენტისთვის, 17 მოგებით, მერვე ადგილს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ იტალიელებს ბოლო მეოთხედი 24 ქულით მოუგო (33:9), თუმცა უდიდესი ჩამორჩენა ბოლომდე მაინც ვერ გააბათილა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საკუთარ კლუბს 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და ერთი დაფარება მოუტანა. თორნიკე ღია თამაშიდან 63%-ით ისროდა (7/11).
ბარსელონა 8 მარტს შიდა ჩემპიონატის შეხვედრაში ბრეოგანს ესტუმრება, ევროლიგის შემდეგ ტურში კი აპოელის თელ-ავივს მიიღებს.
Final a Milà. Hem tingut a tocar el poder forçar la pròrroga. pic.twitter.com/emFPvaovBm
— Barça Basket (@FCBbasket) March 5, 2026