მათე ხატიაშვილის ბრწყინვალე მატჩი პანათინაიკოსის წინააღმდეგ
4 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ახალგაზრდული ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბასკონიას 18-წლამდელებმა პანათინაიკოსის ასაკობრივი გუნდი დიდი სხვაობით 96:64 დაამაცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა, მათე ხატიაშვილმა 28:21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა (7-დან 4 სამქულიანი, 14-დან 9 საჯარიმო), 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო ბასკონიას ცენტრმა, ჯუომ ბოლმა დააგროვა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა - 26 ქულა, 13 მოხსნა, ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ჩიეკ დიალომ - 16 ქულა, 17 მოხსნა.
First-ever #NextGenEuroLeague win for @Baskonia 💯 pic.twitter.com/QwYcE5JA7K
— EuroLeague (@EuroLeague) March 13, 2026
ბასკონია მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, ვირტუს ბოლონიას წინააღმდეგ ჩაატარებს. მათე ხატიაშვილის გუნდი B ჯგუფშია, სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება: