Belive

სერხიო ლულმა ევროლიგის ყველა დროის სამქულიანების რეკორდი მოხსნა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

სერხიო ლულმა ევროლიგის ყველა დროის სამქულიანების რეკორდი მოხსნა. ეს ისტორიული შემთხვევა მადრიდის "რეალსა" და "ბასკონიას" შორის გამართულ მატჩში მოხდა. ლულმა აღნიშნულ შეხვედრაში 2 სამქულიანი ჩააგდო და კარიერის განმავლობაში ეს მისთვის 624-ე იყო, რომელიც მთლიანად ევროლიგის რეკორდია, მან ამ მაჩვენებლით ხუან კარლოს ნავაროს გადაასწრო.

ევროლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი ჩაგდებული სამქულიანის ავტორების სია ასე გამოიყურება:

  1. სერხიო ლული - 624

  2. ხუან კარლოს ნავარო - 623

  3. სერხიო როდრიგესი - 602

  4. რუდი ფერნანდესი - 593

  5. სკოტი ვილბეკინი - 588

ევროლიგაში ესპანელი კალათბურთელი საშუალოდ 1.5 სამქულიანს აგდებს.

კარგია, საოცარი რამ მოხდა. გასაოცარია ისეთი ლეგენდის გავლა, როგორიც ნავაროა. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, მაგრამ უფრო ბედნიერი ვარ მოგებით. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ სერიას 1:0 ვიგებთ და ახლა ჩვენ მომდევნო მატჩზე, ხუთშაბათს გასამართ შეხვედრაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. - სერხიო ლული

"რეალ მადრიდმა" პლეი ოფის პირველი შეხვედრა "ბასკონიას" წინააღმდეგ გამართა და მადრიდელებმა 90:74 გაიმარჯვეს. მომდევნო მატჩი ხვალ (ხუთშაბათს) გაიმართება.