Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელ თამაშებს იტალიისა და ეგვიპტის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება 23 ივნისს, იტალიის ქალაქ ტრენტოში შედგება.

საქართველო - ეგვიპტე კი 28 ივნისს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში: ლატვიისა და ფილიპინების ნაკრებებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები ლატვიას 2 ივლისს, ხოლო ფილიპინების ნაკრებს 4 ივლისს შეხვდება.

სხვა სტატიები